პროექტი ფიზიკაში
понедельник, 14 марта 2016 г.
ინტელის პროექტის შემაჯამებელი რეფლექსია
ინტელის სასწავლო პროექტი ,,პროექტებით სწავლება “ მიმდინარეობდა ცხრა დღის განმავლობაში. ამ ხნის მანძილზე გავიარე
8 მოდული. ტრენინგი იყო ძალზედ ნაყოფიერი, ბევრი სიახლის მომცემი ჩემთვის. გავეცანი
პროექტების სწავლებას, დავიწყე სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობა, შევქმენი ელექტრონული
საქაღალდე .
გავეცანი სასწავლო ღონისძიებების
ეფექტურად დაგეგმვას. აღნიშნული სწავლების საშუალებით მოსწავლეებში ხდება აქტიური კვლევის,
ჩართულობის, საკუთარი თავის რწმენისა და სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულების გაზრდა.
ავირჩიე სასწავლო პროექტის თემა,
რომლის შერჩევისას გავითვალისწინე, თუ როგორ გამოვიყენებ აღნიშნულ პროექტს სასწავლო
პროცესის გაუმჯობესებისათვის და როგორ დაეხმარება ის ჩემს მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის
მიღწევაში.
ტრენინგის მანძილზე ვიმუშავე პროექტის
გეგმის შედგენაზე, განვიხილეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, პორტფოლიოს ჩეკლისტი, პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი, სასწავლო მიზნები, პორტფოლიოს
რუბრიკა.გავეცანი პუბლიკაციების მომზადებას პროექტებით სწავლების თემაზე. ვისწავლეთ საინფორმაციო ბუკლეტებისა და ბროშურების
შექმნა, ინფორმაციის განთავსება ბლოგზე, დიზაინის შეცვლა, ჩანართების შექმნა ბლოგზე.
გადმოვწერეთ ე.ს.გ სტანდარტები და
მიზნები შეუსაბამეთ ჩვენი პროექტის მიზნებსა დ ა სტანდარტებს, გავიხსენეთ 21-ე საუკუნის
უნარ-ჩვევები და შევარჩიეთ ჩვენი პროექტის შესაბამისი უნარი, მიმართულების მიმცემი
საკვანძო კითხვები, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას.
მოვამზადე პრეზენტაცია ჩემს სასწავლო
პროექტზე.
გავეცანით ინტერნეტსაკომუნიკაციო
საშუალებებს: ელფოსტა, ონლაინჩატი,სწრაფი შეტყობინება, ონლაინგამოკითხვა, ინფორმაციის
მოძიება და გადმოწერა, გავეცანით საავტორო უფლებებს, მოვიძიეთ საძიებო სისტემები, გავეცანით
ელექტრონული ფოსტის ჩათს, ონლაინ კოლაბორაციულ სასწავლო რესურსებს, შევქმენით კვლევის
ფორმები და გაუზიარეთ ერთმანეთს.
გავეცანით თუ როგორ შევქმნათ სასწავლო
ნიმუშები, შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და მისი შეფასების სქემა.
გავეცანით მოსწავლეთა პროექტების
შეფასებას, ერთმანეთს გავუზიარეთ უკუკავშირის
გამოყენება მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის გასაუმჯობესებლად .განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები
და შეფასების ფორმების შედგენა, განვსაზღვრეთ მოსწავლეთა საჭიროებები, ვისაუბრეთ მოსწავლეთა
განსხვავებულ საჭიროებების გათვალისწინებაზე, შევქმენით აღნიშნულ თემაზე რესურსები.
წავიკითხეთ ფასილიტაციის მასალები,
ვისაუბრეთ კითხვის დასმის ხელოვნებაზე, მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებისათვის,
შევქმენით ფასილიტაციის მასალები.
ტრენინგის ბოლო დღეს გადავამოწმე
ჩემს მიერ შექმნილი პორტფოლიო და მასალები ავტვირთე ბლოგზე. მასში არსებულ მასალებს გამოვიყენებ სასწავლო პროექტების წერის დროს და სასწავლო პროცესში.
ტრენინგი იყო საინტერესო და ნაყოფიერი. მადლობას
ვუხდი ტრენინგის ორგანიზატორებს და თავად ტრენერს ავთანდილ ცნობილაძეს,
суббота, 19 декабря 2009 г.
ენერგიის ხარჯი და დაზოგვის გზები
პროექტის სახელი: ოჯახში მოხმარებული ენეერგიის დაზოგვის გზების ძიება.
პროექტის მოკლე აღწერა: თითქმის ყველა ოჯახში ენერგიის უყაირათო ხარჯვაა, ამიტომ პროექტის მიზანია ენერგიის დაზოგვის გზების ძიება.
პროექტის სრული აღწერა: ენერგიის უყაირათო ხარჯვა შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ ხშირად ანთია ნათურები და ჩართულია სხვა ელექტროხელსაწყოები, როდესაც ისინი საჭირო არ არის, გახსნილია ან დაზიანებულია ონკანი და წყალი უმიზნოდ იღვრება და ა.შ. ამიტომ მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად განსაზღვრავენ ამოცანებს: 1)ოჯახში მოხმარებული სხვადასხვა სახის ენერგიის ღირებულების დადგენა,2)ენერგიებს შორის პრიორიტეტულის განსაზღვრა, 3)ენერგიის დაზოგვის გზების განსაზღვრა.
მონაწილეთა ასაკი: 14-15 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: ერთი თვე.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:კითხვა-კასუხით განვსაზღვრავთ რა სახის ენერგიას მოიხმარს მოსწავლის ოჯახი: ელექტრულს, წვის,მზის,წყლის, ქარის და ჩამოთვლიან ამ ენერგიის მომხმარებელ მოწყობილობებს, შემდეგ მოსწავლეებს მიეცემათ დავალება :1)გამოთვალონ რა რაოდენობის ენერგიას მოიხმარს თითოეული მოწყობილობა ერთი თვის განმავლობაში და წარმოადგინონ ცხრილის სახით.
დახმარებისათვის შეიძლება მიმართონ მშობლებს ან უფროს და-ძმას. 2)დაადგინეთ ეკონომიკური თვალსაზრისით რომელი ენერგიის გამოყენებაა უმჯობესი ბინის გასათბობად, წყლის გასაცხელებლად და სხვა.დაადგინეთ ამ ენერგიების ღირებულება
და წარმოადგინეთ სვეტოვანი დიაგრამის სახით.3)ჩამოწერეთ რა საშუალებით დაზოგავს ენერგიას თქვენი ოჯახი და იანგარიშეთ რა ეკონომიას მისცემს ეს თქვენს ოჯახს.
მოსალოდნელი შედეგები:მოსწავლეები ისწავლიან მონაცემთა წარმოდგენას ცხრილებისა და დიაგრამების სახით, ენერგიის ხარჯის შემცირება,რის საფუძველზეც
გაკეთდება ეკონომია, შესაბამისად გაიზრდება ოჯახის ბიუჯეტი,მოსწავლეები მიეჩვევიან და სხვასაც ასწავლიან ენერგიის დაზოგვას.
სარგებელი სხვებისთვის: ოჯახის ენერგიის დაზოგვა შესაბამისად გამოიწვევს ენერგიის დაზოგვას ქვეყნის მასშტაბით.
სამუშაო ენა:ქართული.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: პროექტი შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს.
პროექტის ფასილიტატორი: დოდო მშვილდაძე.
ფასილიტატორის ელ.ფოსტა: dodomshvildadze@gmail.com

Подписаться на:
Сообщения (Atom)